ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს ქალაქ თბილისში მარჯანიშვილის მოედანზე სკულპტურის/მონუმენტის პროექტის შექმნაზე

საკონკურსო კომისია გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებსაც გადაეცემა შესაბამისი დიპლომები. გამარჯვებული პროექტების შესყიდვის ფასი ადგილების შესაბამისად შეადგენს:

I ადგილი – 10 000 ლარი
II ადგილი – 5 000 ლარი
III ადგილი – 5 000 ლარი

გადმოწერეთ კონკურსის პირობები

განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადების დღიდან 2012 წლის 29 თებერვლის ჩათვლით. დოკუმენტაცია შეგიძლიათ შემოიტანოთ ქ. თბილისის მერიის კანცელარიაში (ქ. თბილისი შარტავას ქ. 7, პირველი სართული, 14-19 ოპერტორები) ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონულად ქვემოთ მოცემული ჩანართის გამოყენებით. საკონკურსო პირობებით მოთხოვნილი დოკუმენტების ელექტრონული ფაილები უნდა დავაარქივოთ rar ან zip ფაილის სახით და ისე ატვირთოთ.

    იხილეთ განაცხადის ფორმა – განაცხადის ფორმა უნდა ამობეჭდოთ, გაეცნოთ, შეავსოთ გარკვევით მითითებული ველები, შევსებული ფორმა უნდა დაასკანეროთ, რომლისგანაც უნდა მოამზადოთ pdf. ფაილი და წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად დაარქივებული ფაილის სახით უნდა ატვირთოთ სერვერზე

    წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. განმარტებითი ბარათი (მოსაპირკეთებელი მასალების და ფერების მითიტებით)
2. სიტუაციური გეგმა მასშტაბი 1:2000 და გენერალური გეგმა მასშტავი 1:500
3. მოედნის სივრცითი მოწყობის კონცეფცია
4. პროექტი, რომელშიც მოცემული იქნება:

          შესაბამისი ნახაზები
          გეგმა, ფასადი (საჭიროების შემთხვევაში ჭრილები)
          ძირითადი სამშენებლო მასალების სპეციფიკაცია
          ფოტომონტაჟი

5. ხარჯთაღრიცხვა

პირადი ნომერი
მისამართი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
ატვირთეთ ფაილი

(შესაძლებელია მხოლოდ
rar ან zip გაფართოება)